17 ნოემბერი 2026,   10:06
ვრცლად
ყირიმის ხიდზე ბოლო 24 საათში მეორე იერიში განხორციელდა - პარალელურად, რუსულმა ძალებმა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდები დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათში უკვე მეორედ მიიტანეს სარაკეტო იერიში ყირიმის ხიდზე. ანექსირებული ნახევარკუნძულის ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის ცნობით, ნაგებობაზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. მედიის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ჩამოიშალა კონსტრუქციის ერთ-ერთი თაღი.

პარალელურად, რუსულმა ძალებმა კიევზე მასირებული სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. შედეგად, დაზიანდა მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთისა და სამხრეთის საავტომობილო ხიდები, რის გამოც მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

დღის ამბები