"კონფლიქტი საქართველოში" - სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს. დოკუმენტი მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
საკითხთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა. ლაშა დარსალიამ აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებებზე გააკეთა.