აფეთქება სანკტ პეტერბურგის მეტროში, დაღუპულია 10 და დაშავებულია სულ მცირე 50 ადამიანი, ამის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქების ხმა მეტროსადგურ Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის გაისმა, თვითხმილველები ყვებიან, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ მატარებლის ვაგონში იყო დამონტაჟებული.
მსხვერპლის შესახებ დაზუსტებულ მონაცემებს, არ ავრცელებენ ოფიციალური უწყებები თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით დაღუპულთა რიცხვი ათამდეა.
ფოტოს შემთხვევის ადგილიდან, თვითმხილველები ტვიტერზე ავრცელებენ.
რუსული მედიის ცნობით, აფეთქება ერთ-ერთ ვაგონში მოხდა და მისი მასშტაბი 200-300 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო. მეტროსადგურები დახურულია და მატარებლების გადაადგილება შეჩერებულია.
ადგილზე 80 მაშველი მუშაობს და შესაძლოა დამატებითი ძალების მობილიზება გახდეს საჭირო.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის შესაძლო ტერაქტზე.