22 დეკემბერი 2024,   09:49
ვრცლად
აღმაშენებლის გამზირზე ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია

აღმაშენებლის გამზირზე ვითარება ამ დროისთვის უკვე განმუხტულია. ცოტა ხნის წინ ე.წ. ქართველთა მარშის აქციის მონაწილეებმა „ევროპული საქართველოს“ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს ბოთლები, კვერცხები და ცოცხები ესროლეს.

ამ დორისათვის „ევროპული საქართველოსა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები მარჯანიშვილის მოედანზე რჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ქართველთა მარშის აქციის წევრებმა აღმაშენებლის გამზირზე შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს, თუმცა ორგანიზატორთა ნაწილის მიერ სნოში პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პატრიარქის მოწოდებას დაემორჩილებოდნენ და აქციას არ გამართავდნენ.

საბოლოო ჯამში, მათ მარჯანიშვილის მოედნისა და რკინიგზელთა სასახლის ტერიტორია არ დატოვეს და „ევროპული საქართველოს“ წევრებთან დაპირისპირება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„ქართველები, რომლებიც აპროტესტებენ ჯალათი ბოკერიას გავლას აღმაშენებლის გამზირზე, მაინც შეიკრიბნენ აქ. მე მოვდივარ პირდაპირ პატრიარქისგან. პატრიარქმა მარტო ჩვენ არა, მათაც გვთხოვა, რომ აცია არ გაგვემართა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ.

დღის ამბები