07 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
GOODWILL-თან ხანძრის ძირითადი კერა ლიკვიდირებულია

GOODWILL-თან ხანძრის ძირითადი კერა ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე სხვადასხვა კერის ჩაქრობა მიმდინარეობს. ხანძრის ჩაქრობას 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა.

ხანძარი GOODWILL-ის ტერიტორიის ნაწილზეც გავრცელდა, რის შედეგადაც გუდვილის ძველი ინვენტარი დაიწვა. ასევე იყო საშიშროება, რომ ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსაც გადასდებოდა.

ამ დროის მონაცემებით, 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი. დაიწვა საბურავების საწყობი და ცეცხლი ბუჩქებს გადაედო.

ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები