23 დეკემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ხანძარი სიღნაღის რაიონში - ცეცხლი 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ხორბლის ნარჩენს მოედო

ხანძარს ებრძვიან სიღნაღის რაიონში. დედოფლისწყარო-ჩალაუბნის დამაკავშირებელ გზაზე ცეცხლი ნაწვერალს (აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, ცეცხლი 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა და ის ლოკალიზებულია. 

ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ხნულია გავლებული. 

ადგილზე 4 სახანძრო მანქანა და 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, რათა ცეცხლი სრულად იქნეს ლიკვიდირებული. 

მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, ცეცხლი ვენახებზეა გადასული, თუმცა ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში არ დაადასტურეს. 

 

დღის ამბები