08 დეკემბერი 2024,   07:57
ვრცლად
ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავენ

ვენეციის კომისიას, ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიები დღეს წერილით მიმართავენ. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ 6 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაში.

მათი აზრით, აუცილებელია გაიმართოს ეს შეხვედრა იმ შემთხვევაშიც, თუ მმართველი გუნდი უარს იტყვის გამგზავრებაზე. ეს კი ხელისუფლების პოზიციას და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს.

„საუბარი არის ერთის მხრივ ჩვენს მზაობაზე, 6 სექტემბერს მოლაპარაკებების მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც დანიშნულია ვენეციის კომისიის მოდერაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ამას გარდა იქნება შეტყობინება, როდის ჩავდივართ და ვინ ჩადის. ჩვენ შევცდებით, რომ ვენეციის კომისიის თვალწინ და მათ მოდერატორობით გავმართოთ დისკუსია დიალოგი ხელისუფლებასთან იმ მიზნით, რომ პროცესი გამოვიდეს ერთის მხრივ ჩიხიდან, მეორეს მხრივ რომ მივიღოთ მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესებული კონსტიტუცია,“-განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრების თქმით, მნიშვნელოვანია იცოდეს ვენეციის კომისიამ, რომ ოპოზიცია მზად არის დიალოგისთვის და კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველმა გუნდმა შეიყვანა ჩიხში და ჩაშალა მოლაპარაკებები.

დღის ამბები