სოფელ კუმურდოში ტაძრის სარესტავრაციო სამუშოები განახლდა. ადგილზე რჩება დაცვის პოლიცია. მიუხედვად იმისა, რომ დილიდან სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტავრატორები არ უფრთხილდებიან მათი წინაპრების სამარხებს. ამიტომ კვალავ მოითხოვენ, რომ ჯვრის აღმართის საშუალება მისცენ.
"თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი. რესტავრატორები ჩვენი წინაპრების ნეშთებს პატივს არ სცემენ. ტომარებში ჩაყარეს ჩვენი ბაბუების და მამების ძვლები",-აცხადებენ ადგილობრივები.
დაპირისპირება სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის გუშინ მასშემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივებმა სოფლის ეკლესიაში შესვლა და ეზოში მდებარე საფლავზე ქვაჯვარის დადგმა სცადეს. ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო მრევლს ამის უფლება დაცვის პოლიციამ არ მისცა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე პოლიციის და სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.
სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დაშავდა დაცვის პოლიციის ოთხი თანამშრომელი. დაზიანებულია პოლიციის კუთვნილი მანქანები.