22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
„ჩვენ ვაპირებთ საქმის შესწავლას, მათ შორის რამდენად იყო დაცული უფლებები," - ომბუდსმენი კუმურდოში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს

გუშინ, სოფელ კუმურდოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმის შესწავლას აპირებს თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, განცხადებას მას შემდგ გააკეთებენ, რაც მომხდართან დაკავშირებით ყველა დეტალს გაეცნობიან. 

„ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული უფლებები, აქედან გამომდინარე, ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ სრული სურათი არც გვაქვს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, დაპირისპირება სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის- ინციდენტი მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო გუშინ მოხდა. 

დაპირისპირება სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის გუშინ მასშემდეგ დაიწყო, რაც  ადგილობრივებმა სოფლის ეკლესიაში შესვლა და ეზოში მდებარე საფლავზე ქვაჯვარის დადგმა სცადეს. ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო მრევლს ამის უფლება დაცვის პოლიციამ არ მისცა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე პოლიციის და სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

დღის ამბები