22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
სოფელ კუმურდოში მომხდარი მწვავე დაპირისპირება და ადგილობრივების პოზიცია შემთხვევიდან მეორე დღეს

სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დილიდან განახლდა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო დაცვის პოლიციაც. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში დღეს სიმშვიდეა. 

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში დილიდან ილოცეს მართლმადიდებელმაც და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლმაც. X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარი, 964 წელს არის აშენებული, ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეკლესიის წარმომავლობის საკითხი დღეს ადგილობრივებს შორის აზრთა სხვადასხვაობის საგანია.

ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველების მანქანებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრიც. დაპირისპირების შედეგად ნაცემია დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. დაზიანებულია ავტომობილები. სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივიც დააკავეს, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ერთდროულად 4 მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები