მულტიმედიური ინსტალაცია და ფერწერული ნამუშევრები. "არასოდეს დაიძინო თავდაყირა" - გზავნილი რომლითაც ტატო ახალკაციშვილი დამთვალიერებელს ახალ საგამოფენო სივრცეში იწვევს, "გალერეა ერთი" ხვალ თანამედროვე ქართველი არტისტის ახალი პროექტით გაიხსნება.
ამავე პროექტისთვის სპეციალურად შექმილი ტილოები ბუნდოვანი ჰორიზონტის მქონე, სიურეალისტური განწყობის პეიზაჟებია, სადაც თავისუფლების თემას ტატო ახალკაციშვილი განსხვავებული აქცენტებით ისევ უბრუნდება.