20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
თბილისის მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის სპეციალური ჯგუფი იქმნება

კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტდა და რომელიც კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და პარასკევს მოსახლეობას უშუალოდ შეხვდება.

დედაქალაქის მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„იმისთვის, რომ მერიის და მოქალაქეების კოორდინაცია უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნათ სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ განახორციელებს მოქალაქეების მიღებას და შესაბამისად, მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და რეაგირებას გავაკეთებთ აუცილებლად, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში,“  - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები