მმართველი გუნდის წევრის, შოთა შალელაშვილის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით „ისრაელის სახლის“ დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ მიმართა.
მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო იმ რიგ ქვეყნებში, რომლებიც ისრაელს მხარდაჭერას გამოუცხადებს. როდესაც ლაპარაკია კავშირებზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო-ისრაელს შორის იყოს განსაკუთრებული კავშირების ხიდი, ეს არის სიმბოლური გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება დააკავშიროს ჩვენი ორი ქვეყანა და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა,“ - განაცხადა იციკ მოშემ.