პაატა ბურჭულაძე საქართველოში 8 იანვარს ჩამოვა. სწორედ ამის შემდეგ მსოფლიო ბანს მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლოში დაკითხავენ. ფონდ "იავნანას" საქმეზე დაკითხვაზე ბურჭულაძე დღეისთვის პროკურატურაში იყო დაბარებული.
თუმცა, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ის სასამართლო წესით იანვრის დასაწყისში დაიკითხება. ადვოკატი პროკურატურის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ფონდის დამფუძნებლების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
"მზად არის, მისცეს ჩვენება სასამართლოში. კითხვა, რომელსაც ის პასუხს ვერ გასცემს, ასეთი კითხვა არ არსებობს. არავითარი მტკიცებულებები მის წინააღმდეგ არ არის, უბრალოდ მიმდინარეობს რაღაც მოკვლევა ფაქტზე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.