20 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
მოადგილეების კულტი საქართველოში - 19 მინისტრს 85 მოადგილე ჰყავს

საქართველოს მთავრობის 19 მინისტრს 85 მოადგილე ჰყავს. 85-ვე მოადგილე თვეში ხელფასს, დაახლოებით, 3000 ლარს იღებს, რასაც ასევე ემატება დანამატი და პრემია. მოადგილეები სარგებლობენ სახელმწიფო ავტომანქანებით და ჰყავთ მდივნები და თანაშემწეები.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 240 უწყება ფინანსდება, ხალხის ფულით კი ხელფასს 480 მოადგილე იღებს.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, რომელიც ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, ამბობს, რომ მოადგილეების რაოდენობა შემცირება ყოველწლიურად ბიუჯეტი რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს.

მოადგილეების რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. ისრაელში 21 მინისტრს შვიდს მოადგილე ჰყავს. იტალიაში 13 მინისტრიდან მოადგილე მხოლოდ ხუთს ჰყავს.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ამბობს, რომ მისი ოთხივე მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირია.

ექსპერტების დასკვნით, საქართველოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, მოადგილეების თანამდებობები ხშირ შემთხვევაში ახლობლების დასაქმების მიზნით გამოიყენება.

თბილისის მერს, კახი კალაძეს, ნარმანიას მსგავსად, 5 მოადგილე ეყოლება. 3 მოქმედია, ორი მოადგილის ადგილი კი ვაკანტური. კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობისთვის ეს საჭიროა.

გასაჯაროვებულ მონაცემებში ჯერჯერობით არ მოხვდა მოადგილეების ის რაოდენობა, რომლებიც რეგიონებში ადგილობრივ თვითმმართველობებში მუშაობენ.

დღის ამბები