20 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
ჩვენ ვხედავთ ხალხის ფულის ფლანგვას, ზოგ შემთხვევაში, პრემიერის ძმაკაცის მხრიდან, ზოგ შემთხვევაში, მინისტრის მხრიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ჩვენ ვხედავთ ხალხის ფულის ფლანგვას, ზოგ შემთხვევაში - პრემიერის ძმაკაცის მხრიდან, ზოგ შემთხვევაში - მინისტრის თუ ყოფილი მინისტრის მხრიდან და ეს პრივილეგირებული ჯგუფები, „კამანდები“ და „სასტავები“ არჩევენ იმას, თუ რომელი ტენდერი ვისზე უნდა გადანაწილდეს,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სავარაუდო კორუფციული გარიგებების შეფასებისას გააკეთა.

„რასაც ახლა მაყურებელი თვალს ადევნებს, არის ტოტალური ქაოსი ხელისუფლებაში, როდესაც ცალკეული პრივილეგირებული ჯგუფები ერთმანეთთან დაობენ იმაზე, როგორ გაიყვეს ან ვერ გაიყვეს ხალხის ფული. ეს არის ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ და ამის ფონზე, კვირიკაშვილი დარჩება თუ წავა, აზრს კარგავს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლება გარკვეულ კომპანიებს მფარველობს და ეს კომპანიები უტენდეროდ იღებენ დაკვეთებს.

„2014 წელს 915 მილიონის ტენდერი ჩატარდა ისე, რომ არ გამართულა ტენდერი. უკვე 2015 წელს, მადა ჭამაში მოდისო, და ამან მილიარდს გადააჭარბა, მილიარდ 100 მილიონი იყო. 2016 წელს მილიარდ 500 მილიონი და უცბად აღმოჩნდება ხოლმე, რომ სწორედ ის კომპანიები და პირები, რომლებიც იღებენ, ასეთ შესყიდვებში მონაწილეობას და უტენდეროდ, კონკურსის გარეშე იღებენ უზარმაზარ შეკვეთებს სახელმწიფოდან, სწორედ ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე ქართული ოცნების შემომწირველები,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები