20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან

დღეს მიხეილ სააკაშვილს ურკაინის გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან. "ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა კანონის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებას მაინც გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაკითხონ.

"მიხეილ სააკაშვილი გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე 9:30 საათზეა დაბარებული. ის რა თქმა უნდა, გამოცხადდება გამომძიებელთან შეხვედრაზე. ველოდებით, რომ გამოძიებას შეკითხვები მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ექნება. ვფიქრობ, დაახლოებით 12 საათისთვის დაკითხვა დასრულედება და ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია. ჩანიშნული იყო

"ასევე, 2 სასამართლო პროცესი საემიგრაციო სამსახურის ქმედებებთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვლს უკრაინაში არ აძლევენ დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსს. უახლოეს დღეებში ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომა გველოდება, რადგან პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მათ სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი შინა პატიმრობაში იმყოფებოდეს," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი. 

დღის ამბები