08 დეკემბერი 2024,   19:23
ვრცლად
რელიგიური და სექსუალური იდენტობის გამო დევნილი ეგვიპტელი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

რელიგიური და სექსუალური იდენტობის გამო დევნილი ეგვიპტის მოქალაქე საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. ვაგდი ელქორაი დარწმუნებულია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, სიკვდილი ელოდება. მისი თქმით, სამშობლოში მას შემდეგ დევნიან, რაც სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა და რელიგია შეიცვალა.

ელქორაი ერთი წელია უკვე თბილისში ცხოვრობს და სოზარ სუბარის უწყებისგან დევნილის სტატუსს უშედეგოდ ელოდება, თუმცა  დევნილთა სამინისტრომ ეგვიპტის მოქალაქეს დევნილის სტატუსსა და თავშესაფარზე უარი რამდენიმე თვის წინ უთხრა. ეს გადაწყვეტილება ვაგდი ელოქრაიმ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პირველმა ინსტანციამ სოზარ სუბარის სამინსიტროს გადაწყვეტილება გააუქმა და სამინსიტროს საქმის ხელახლა შესწავლა დაავალა.

სოზარ სუბარის უწყებამ დევნილის სტატუსზე უარი სუს-ის დასკვნის გამო უთხრა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, ვაგდი ელქორაი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, თუმცა რატომ არგუმენტების ეგვიპტის მოქალაქის ქართველი ადვოკატებისთვის უცნობია.

იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს, მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება. ეგვიპტის მოქალაქე, რომელსაც ტრადიციების შეურაცხყოფისთვის სამშობლოში 3-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში დაელოდება.

დღის ამბები