18 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ორ-დღიანი საპოლიციო კონტროლი - ოპოზიციას საბჭოთა რეიდებზე ალაპარაკდა

საპოლიციო კონტროლი პოლიტიკოსების კრიტიკის მიზეზი ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ-დღიანი ოპერაცია ოპოზიციას საბჭოთა რეიდებს აგონებს. ოპოზიციაში ასზე მეტი დამნაშავის დაკავების შესახებ პოლიციის განცხადების შემდეგ, უდანაშაულო მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

"ეს არის კონტროლის მოძველებული და არაეფექტური მეთოდი" - ამბობენ საპარლამენტო პარტიებში. სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებს აღიარებენ მმართველ პარტიაშიც, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას კონტროლის ეს მეთოდი მოსწონს.

ორ-დღიანი საპოლიციო რეიდების შედეგად სულ 52 ადამიანის შემოწმება მოხდა, თუმცა, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა პოეტ ზვიად რატიანის შემთხვევა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მოკვლევა გენინსპექციამ დაიწყო. 

დღის ამბები