31 დეკემბერს, საღამოს 9 საათიდან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეთა გადაადგილების შეჩერების მიზეზი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გახდა.
გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვარს, დილის 6 საათიდან, აღდგება.
31 დეკემბერს, საღამოს 9 საათიდან, ოკუპირებული ცხინვალი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს