26 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მეიდან ტივი ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრების სიკვდილის მიზეზი მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა.

მუხთარლის ნათესავების ცხედრები ზაქათალაში, საკუთარ სახლში დღეს აღმოაჩინეს.

ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სახლში კიდევ ერთი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც უბედურ შემთხვევას გადაურჩა. 

დღის ამბები