რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში, რუსულ ბაზაზე თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს. თავდასხმა 31 დეკემბერს მოხდა.
გავრცელდა ცნობა, რომ ამბოხებულებმა ჰმეიმიმის ბაზას ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, შედეგად რუსებმა 7 სამხედრო თვითმფრინავი და ორი ჯარისკაცი დაკარგეს.
თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ სამხედროების დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, სამხედრო თვითმფრინავების განადგურების შესახებ გაზეთ "კომერსანტის" მიერ გავრცელებულ ცნობას კი, უარყოფს.
ოფიციალური განცხადება თავდასხმის შესახებ უწყებაში მომხდარიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდა.