აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მომხრეებმა ლონდონის მერს სიტყვა შეაწყვეტინეს. დარბაზში, სადაც სადიკ ხანი სიტყვით გამოდიოდა, რამდენიმე აქტივისტი შეიჭრა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშა გაშალა.
აქტივისტებმა ლონდონის მერი იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, რომელიც მან დონალდ ტრამპის ლონდონში ვიზიტის გაუქმების შემდეგ გააკეთა. სადიკ ხანი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ამგვარად ლონდონმა მასობრივი გამოსვლები აირიდა თავიდან.
ტრამპის მომხრე აქტივისტებმა ლონდონის მერს მიანიშნეს, რომ დიდ ბრიტანეთში მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს უჭერს მხარს.
მათ, ასევე, ევროკავშირის დროშაც გაშალეს და განაცხადეს, რომ მოსახლეობის უმეტესობა Brexit-ს ეწინააღმდეგება და ევროპულ გაერთიანებაში დარჩენა სურს.
დარბაზში შეჭრილი აქტივისტები პოლიციამ დააკავა.