ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს დათვის პირველი მფლობელი გამოავლინეს. საპატიო ჯილდო ამერიკელ მსახიობს უილემ დეფოს გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობმა იხუმრა, რომ ასეთი პრიზებისთვის ის ჯერ ახალგაზრდაა.
უილემ დეფოს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის სკორსეზეს, ლარს ფონ ტრიერისა და ოლივერ სტოუნის ფილმებში. ცოტა ხნის წინ მსახიობი ოსკარზეც წარადგინეს.