"რუსთავი 2"-ზე "ნიღბების ღამე" იწყება - ყველაზე დაძაბული, ხმაურიანი, მოულოდნელობებით სავსე თამაშის სატელევიზიო ვერსია.
პროექტში 9 მონაწილეა - 2 ნიღბიანი და 7 პატიოსანი მოქალაქე. ვინ ამბობს ტყუილს და ვინ სიმართლეს - ეს თამაშის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი თავიანთი პატიოსნება მონაწილეებმა განსაზღვრულ დროში უნდა დაამტკიცონ.