26 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
მანქანაში, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა, არსებული ინფორმაციით მინისტრი იჯდა

მანქანაში, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა, არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მინისტრი იჯდა.

შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანა 11 წლის მოზარდს დაეჯახა. ბავშვი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაც შეეხება სამინისტროს, რომლის კუთვნილი მანქანაც ფიგურირებს საქმეში, უწყება ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებს.

შემთხვევის ადგილზე მოკვლევა დასრულებულია. ადგილიდან უკვე გადაყვანილია ის მანქანაც, რომელიც მოზარდს დაეჯახა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები