07 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებს აგრძელებს. "პირველი დახმარება" - სასწავლო კურსი ტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა.

ტრენინგში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ.

სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა.

ტრენინგის ყველა მონაწილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატი გადაეცა.

დღის ამბები