26 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
არა ჩადებას! - ნარკოდანაშაულში ბრალდებული რომან ნაკაშიძის ახლობლებმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართეს

არა ჩადებას! - ამ მოწოდებით უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც 2016 წელს ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის დაკავებული რომან ნაკაშიძის ახლობლები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ნაკაშიძეს ნარკოტიკული ნივთიერება არ ჰქონია და ის პოლიციამ ჩაუდო.

ბრალდებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, სააპელაციომ კი 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეს ახლა უზენაესი სასამართლო განიხილავს და ნაკაშიძის ახლობლები სწორედ ნინო გვენეტაძეს სთხოვენ მსჯავრდებულის გათავისუფლებას. 

დღის ამბები