11 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
„ბახალას“ ბრალი უმძიმდება - სამართალდამცველები მას ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობასაც ედავებიან

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მუხლით ბრალი წარედგინება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ის დაკავშირებულია ცოტა ხნის წინ კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორის დაკავების საქმესთან. უწყების ცნობით, გ.გ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა.

„2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გ.გ.-ს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ჯ.ხ.-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა,“- განაცხადეს შსს-ში.

გიორგი გიორგანაშვილი ამ დროისთვის გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები