12 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
ბორჯომის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ბორჯომის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. 

გოგიჩაიშვილი დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თითქმის ერთხმად, 21 - ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

დღესვე გაიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა, ამ თანამდებობასა ოთარ ალბორიშვილი დაიკავებს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წევრები არ დასწრებიან. 

განსახილველ საკითხთა შორის იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მოხელეთა რანგირბის, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის საკითხიც. 

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე გასულ კვირას გადააყენეს. ჩაჩანიძის გადაყენებას მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის მისმა თანაპარტიელებმა. 

დღის ამბები