26 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
ბრიუს სპრინგსტინის ლეგენდარული ჰიტის ხელნაწერი სოთბის აუქციონზე გაიყიდება

ბრიუს სპრინგსტინის ლეგენდარული ჰიტის ხელნაწერი სოთბის აუქციონზე გაიყიდება. საუბარია 1975 წელს შექმნილ სიმღერაზე "ბორნ თუ რან", რომელიც 1970-იანი წლების როკის ჰიმნად აღიარეს.

ლოტი მუსიკოსის პირადი ბლოკნოტია, რომელსაც სპრინგსტინი სიმღერაზე მუშაობისას იყენებდა. მის ფურცლებზე ჰიტის რამდენიმე შავი ვარიანტია წარმოდგენილი.

ხელნაწერი წლების განმავლობაში კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა, თუმცა, ერთი თვის წინ მისი გაყიდვა გადაწყვიტა. აუქციონის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ვაჭრობისას ფასი 200 ათასს დოლარს გადააჭარბებს და შესაძლოა, 300 ათას დოლარსაც მიაღწიოს.

აუქციონი 18 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს ონლაინრეჟიმში შეეძლება.

დღის ამბები