26 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
არის ბევრი შენიშვნა, რომელიც არა სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ ოპოზიციური სპექტრის შეფასებაა - მიხეილ ჯანელიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის პროგრესია ასახული, რომელიც საქართველოში გატარდა - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.  

მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველა იმ შენიშვნის გათვალისწინებას აპირებს, რომლის შესახებაც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ ხედვებს. რაც შეეხება გარკვეულ შენიშვნებს, ჩენ ის რაც არის აღნიშნული - შენიშვნებს გავითვალისწინებთ, თუმცა არის ბევრი შენიშვნა, რომელიც არა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაა, არამედ არის ოპოზიციური სპექტრის შეფასება,"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სხვა თემებთან ერთად მოხვდა"რუსთავი 2"-ის საქმე, საქართველოში მედიაპლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები.

ამავე თემაზე
დღის ამბები