03 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
„რუსეთი ოკუპანტია“ - აქცია ლარსისკენ მიმავალ გზაზე

აქცია ლარსისკენ მიმავალ გზაზე. სამოქალაქო აქტივისტებმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი - „რუსეთი ოკუპანტია“, მიზანი რუსულნომრიანი ავტომობილებისთვის დისკომფორტის შექმნა იყო.

აქციაზე შეკრებილები საოკუპაციო ხაზთან ახლოს საქართველს მოქალაქეების გატაცებას აპროტესტებდნენ.

ოკუპანტებმა 2 დღის წინ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სოფელ ქელედან აკაკი მისირელი გაიტაცეს. აქციის მონაწილეები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მსგავსი ფაქტების აღკვეთას ითხოვენ. აქცია 24 საათიანია და დღეს საღამომდე გაგრძელდება.

„ვთხოვთ ხელისუფლებას მიიღოს გადამჭრელი ზომების იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის 24 საათიანი გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც შემდეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და მოხდება რუსული ტვირთების, რუსულ ნომრიანი მანქანების ბლოკირება გზის ამ მონაკვეთზე,“-განაცხადა ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ.

დღის ამბები