22 ოქტომბერი 2018,   15:08
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ცინიკური შეფასება - მარია ზახაროვას განცხადება თბილისში მწვავე შეფასებების მიზეზი გახდა

რუსეთის საგარეო უწყების მორიგი ცინიკური განცხადება თბილისში მწვავე შეფასებებისა მიზეზი გახდა. განსაკუთრებული პროტესტი მარია ზახაროვას განცხადების იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც ლავროვის უწყების პრეს-მდივანმა თქვა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე ვერ შეუშლის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა რუსეთს პროვოკაციულ რიტორიკაში ადანაშაულებს.

ლავროვის უწყების პრეს-მდივანმა ცინიკური განცხადება ტელეკომპანია „დოჟდის“ კორესპონდენტთან საუბრისას გააკეთა. მარია ზახაროვასთვის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა მხოლოდ სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც ქართველები ცინიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები მარია ზახაროვას ცინიკური განცხადების უკან, მოსკოვის მთავარ გზავნილს ხედავენ, საქართველომ თავად აღიაროს ცხინვალის რეგიონისა დ აფხაზეთის ოკუპაცია და ახალ რეალობას შეეგუოს.

მარია ზახაროვადოჟდთან“ ინტერვიუში კმაყოფილებას ვერ მალავს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილი 9 მარტის წერილის გამო, რომელიც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა მოსკოვში გააგზავნა.

დღის ამბები