05 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
"ბატონი ბიძინა ბრუნდება პარტიის ხელმძღვანელად, რაც პოზიტიურად გამოადგება პარტიას და ქვეყანას" - მამუკა მდინარაძე

"აქ არ არის გადარჩენაზე საუბარი, აქ არის საუბარი ახალ პოზიტიურ იმპულსზე, რომელიც გააძლიერებს მმართველ პარტიას ბატონი ბიძინას ჩართულობით და ხელმძღვანელობით,“- ეს განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მამუკა მდინარაძე პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ექსპრემიერის მიერ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა პარტიისთვის და ასევე ქვეყნისთვის პოზიტივის მომტანი იქნება.

„არჩევნებიდან არჩევნებამდე ქართული ოცნება ძლიერდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის, კიდევ უფრო სწორი მენეჯმენტისთვის და ამისთვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი ავტორიტეტი, რესურსი გამოიყენოს მის მიერ დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისთვის, ამიტომ ის ადამიანი დაეთანხმა ჩვენს და პრემიერის შეთავაზებას, რაც სასიხარულოა. საუბარია აქ პარტიის ხელმძღვანელობაზე და ბატონი ბიძინას დაბრუნებაზე პარტიის ხელმძღვანელად და ეს ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეეხება. ბატონი ბიძინა ბრუნდება პარტიის ხელმძღვანელად, რაც პოზიტიურად გამოადგება პარტიას და ქვეყანას, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები