11 მაისი 2024,   01:37
ვრცლად
ვანი-ხონის არჩევნებზე საჩივრების განხილვას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს პერიოდში დაიწყებს

ვანი-ხონის არჩევნებზე საჩივრების განხილვას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს პერიოდში დაიწყებს. თუმცა ცესკოში განმარტავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

საარჩევნო ადმინისტრაციას საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე 19 დღიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც  არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს პარლამენტი პირველივე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

„სულ არის ვანსა და ხონში შემოსული 6 საჩივარი, პროცედურული ხასიათის საჩივრებია. განხილვა რა თქმა უნდა კანონით დადგენილ ვადებში მოხდება,“-აცხადებს ხონის #55 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძე.

დღის ამბები