12 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
რუსეთის ცივის ომის პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია - პრეზიდენტი 

თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. 

გიორგი მარგველაშვილმა იმ გამოწვევაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ნატოს მხრიდან აღმოსავლეთ მიმართულების გაძლიერება, როცა დასავლეთი ცივი ომის ინიცირების ფაზაში იმყოფება.

„გასააზრებელია ის რთული გარემოება, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით სწორედაც ამ ახალი ფაზის წინ, ცივი ომის ინიცირების მცდელობისა. სწორედ ეს პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ და ეს პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობს ნატოში ამ პოლიტიკის საპირისპიროდ თავისი აღმოსავლეთ მიმართულების გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ“- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები