26 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად შალვა ნათელაშვილი წარადგინა

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად შალვა ნათელაშვილი წარადგინა. ნათელაშვილის კანდიდატურა პარტიის ყრილობაზე წარადგინეს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფი ის პირები, რომლებიც ქართველი ხალხი დააყაჩაღეს, დაისჯებიან.

„ყველა ამ დანაშაულის, ამ წართმევის ან დაყაჩაღების ავტორები იღაღადებენ გლდანის იზოლატორში,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ალგეთში ტყე გაჩეხა.

„ივანიშვილს კარგად ჰქონდა წაკითხული და შესწავლილი საქართველოს არა მარტო ზედა რესურსების მონაცემები, არამედ გეოლოგიური რუკა და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ალგეთში 160 ტონა ოქრო დევს, 500 ტონა ვერცხლი, 200 ტონა სპილენძი. მან ძალიან კარგად იცის, რომ რაჭაში 75 ტონა ოქროს რეზერვია დაზვერილი და შესწავლილი,“ - განაცხადა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები