06 მაისი 2024,   18:59
ვრცლად
უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი არის მანიპულაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა - მარიამ ლაშხი

ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია საქართველოში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვიზალიბერალიზაციას არაფერი ემუქრება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას 18 თვე, ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის 27 ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება.

"ეს არის რეზოლუცია, რომელიც არის რეკომენდაცია აღმასრულებელი ძალების მიმართ, რომ გადაიხედოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ეს არის მხოლოდ შანტაჟი იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციების მხარდაჭერას, პირველ რიგში, სჭირდება 27 ქვეყნის მხარდაჭერა. როდესაც ვიცით, რომ 27 ქვეყანა ამ სამარცხვინო რეზოლუციას არ დაუჭერს მხარს, ეს არის მანიპულაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები