03 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
იმედგაცრუებული ვარ - შს მინისტრი პრეზიდენტის მოხსენებას პოპულისტურს უწოდებს

პოპულისტური გამოსვლა, რომელშიც პრობლემებზე ობიექტური საუბარი არ იყო - ასე აფასებს შს მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას.

გიორგი გახარიას თქმით, ის იმედგაცრუებულია, რადგან უფრო შინაარსობრივ მოხსენებას ელოდა, სადაც არსებული პრობლემების გზების ძიება იქნებოდა.

„გულწრფელად სამწუხაროდ ცოტა იმედგაცრუებული ვარ ველოდი უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს, იმიტომ რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა.

გულწრფელად გეუბნებით ველოდი უფრო შინაარსობრივ თემებზე საუბარს მატ შორის ჩვენი მიმართულებითაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიექტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი,“- განაცხადა შს მინისტრმა.  

დღის ამბები