06 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
დღეიდან სესხის გაცემა რთულდება - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ძალაში შედის

სესხის გაცემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის  რეგულაციები ძალაში, დღეიდან შედის.

რეგულაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ.

ინიციატივას უარყოფითად აფასებენ ეკონომიკური ექსპერტები.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სიახლე პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ.

„დაწესებული შეზღუდვები პირველ ეტაპზე პრობლემური აღმოჩნდება, როგორც ბანკებისთვის, ასევე მოსახლეობისათვის. განსაკუთრებით შეიძლება პრობლემები შეექმნათ იმ კეთილსინდისიერ გადამხდელებს, რომლებსაც უჭირთ ტექნიკურად შემოსავლის დასაბუთება, თუმცა რეალურად ეს შემოსავალი გააჩნიათ,“-განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები