01 მაისი 2024,   15:12
ვრცლად
ერთი დღე პრემიერ-მინისტრის არჩევამდე - ნიკოლ პაშინიანი მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე ელოდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევამდე ერთი დღით ადრე, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ პაშინიანი მომხრეებს, რესპუბლიკის მოედანზე ელოდება.

ერევნის ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს, საკუთარ გეგმებს გააცნობს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ის შეეცდება ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ვითარებას უპასუხებს, ხოლო სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთანავე, მზადაა თანამდებობა დატოვოს.

ნიკოლ პაშინიანის გარდა მიტინგზე დღეს ცნობილი ჯგუფის "system of a down"-ის სოლისტს, სერჟ თანკიანსაც ელოდებიან.

დღის ამბები