06 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
ნათელაშვილი გამოძიების დასრულებამდე კლუბ "ბასიანის" გაჩერებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი ღამის კლუბების დახურვას მოითხოვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება უკონტროლოდ სწორედ ღამის კლუბებში იყიდება.

ნათელაშვილის განცხადებით, კლუბ ბასიანს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ.

„ნარკოტიკებით ვაჭრობაზე უნდა დაწესდეს სამუდამო პატიმრობა ყოველგვარი შეწყალებისა და ამინისტირების გარეშე. მერე ვნახოთ, როგორ გააკეთებენ მილიარდებს და როგორ გაყიდიან ნარკოტიკებს ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მფარველობით.

"ის, რომ ივანიშვილი, მისი ოჯახი, მისი გარემოცვა მფარველობს ნარკოტრაფიკს, ღამის კლუბებს და ყველა უბედურებას, მე მგონი ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. 5 კაცი გამოვიდა ბასიანიდან, რომლის ურცხვი მეპატრონე დღეს ლექციას მიკითხავდა, ხუთივემ აღარ გაიღვიძა. მათ შორის, ერთ-ერთ იყო  კულტურის სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკი. არ უნდა დაილუქოს ეს ორგანიზაცია?“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები