02 მაისი 2024,   18:58
ვრცლად
ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ ახალაგზრდას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ ახალაგზრდას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. მათი აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. რაც შეეხება ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გოგებაშვილის ძმას, რომელიც ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია, შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფომრაციით, უფლებამოსილება მას დროებით საკუთარი განცხადების საფუძველზე ამჟამად უკვე შეჩერებული აქვს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე იაკობ გოგებაშვილის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

დღის ამბები