05 მაისი 2024,   05:18
ვრცლად
კლუბი "ბასიანი" იხსნება

მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ, კლუბი "ბასიანი" იხსნება. 10 დღის წინ დალუქულ ღამის კლუბთან ამ წუთებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

დღეს"ბასიანს" ლუქებს ახსნიან და კლუბის მფლობელებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მისცემენ.

ტერიტორიაზე უკვე მივიდნენ კლუბ ბასიანის დამფუძნებლები.

„ჩვენთვის სიურპრიზია. რა თქმა უნდა, კეთილგონივრული გადაწყვეტილებაა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს ვინც დგას ჩვენს გვერდით. ველოდებით ჩვენს იურისტს და მასთან ერთად ჩავალთ კლუბში“- ამბობს კლუბის დამფუძნებელი ტატო გეთია.

მისი თქმით, შესაძლოა შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაზე 28 მაისს, თეთრი ხმაურის მიერ დაანონსებულ აქციას ემოქმედა.

გეთია ვერ აკონკრეტებს რა ბედი ეწევა უკვე დაგეგმილ აქციას. მისი თქმით, ამ საკითხზე თანამოაზრეებთან ერთად კონსულტაციებს გაივლიან და სავარაუდოდ, განცხადებასაც გაავრცელებენ.

დღის ამბები