26 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
სახიფათო და საზიანო გადაწყვეტილება... - ომბუდსმენი მეტროს მემანქანეების წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

სახიფათო გადაწყვეტილებად აფასებს სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის აკრძლავას.

ნინო ლომჯარია სასამართლოს განჩინების მიხედვით შრომის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევაზე მიუთითებს. დასაქმებულების კონსტიტუციური უფლების აკრძალვაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც საუბრობენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

დღის ამბები