11 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზუგდიდში აღნიშნავენ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზუგდიდში აღნიშნავენ. ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე დილიდან დაიწყო.

ზუგდიდის მთავარი მოედანი 3 ფუნქციურ ზონად არის დაყოფილი. ერთ-ერთი მათგანში საქართველოს 100 წლის ისტორიაა გაცოცხლებული. მოწყობილია მუზეუმი, სადაც განთავსებულია როგორც ისტორიული ექსპონატები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ამსახველი პრეზენტაციები.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვედანაყოფის აღჭურვილობის და ტექნიკის გამოფენა არის წარმოდგენილი. ასევე, ტარდება კინოჩვენებები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები და დაჯილდოებები.

დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები