03 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქმის არსებითი განხილვა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელდება.

დაცვის მხარის ინფორმაციით, დღეს მოზარდი სასამართლო დარბაზში დეტალურად ისაუბრებს როგორ და რა ვითარებაში მოკლეს არასრულწლოვნები და რა ხდებოდა მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე.

დღესვე შესაძლოა, ბრალდების მხარემ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართოს, ხვალ კი ამ შესაძლებლობით დაცვის მხარე ისარგებლებს.

„სხდომაზე დაიკითხება ბრალდებული, რომელიც ისაუბრებს მომხდართან დაკავშირებით, ის ისაუბრებს იმ დეტალებთან დაკავშირებით, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა შემთხვევის ადგილზე. შესაძლებელია მოვისმინოთ ბრალდების დასკვნით სიტყვა. იმდენად გაბათილდა ბრალდების მხარის არგუმენტები, იმდენად უსუსურია ბრალდების მხარის პოზიცია, დაცვის მხარე სრულად დავადასტურებთ პოზიციას და მე მჯერა, რომს სასამართლო თუ სწორად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ გაიზიარებს ბრალდების მხარის უსაფუძვლო პოზიციას,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

დღის ამბები