01 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - დაპირისპირების მიზეზი აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებია

სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - დაპირისპირების მიზეზი აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებია.

პარლამენტში უკვე შესულია დეპუტატების სოფო კილაძის, ვანო ზარდიაშვილის და ანრი ოხანაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აქციებში მონაწილეობას რიგი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს უკრძალავს.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ არსებული კანონის მიხედვით, შსს-ს, თავდაცვის სამინისტრო და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს შეზღუდული აქვთ შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღება.

„ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ყოველთვის კრიტიკული იყო და აღნიშნავდა იმას, რომ აუცილებელია, წრე შევიწროვდეს გარკვეულწილად და ამ უწყებებში დასაქმებული პირები ავტომატურად არ გამოირიცხონ. კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ასე სახელდობით აღარ შეიცავს შსს-ს, თავდაცვის სამინისტროზე მითითებას და მიუთითებს გარკვეულ ზოგად დებულებებს საკმაოდ ფართოდ იქნა განმარტებული იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია და დღესდღეობით, ყველა უწყება, რომელიც გარკვეულ კავშირშია ე.წ. ძალოვან უწყბებთან, ყველა ავტომატურად იქნა მიჩნეული,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

დღის ამბები