05 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
ყაჩაღობა მარტვილში - შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ოჯახს დაესხნენ თავს 

ყაჩაღობა მარტვილში - სოფელ სალხინოში სამი პირი, რომლებსაც სახეზე ნიღბები ეკეთათ, ერთ-ერთ ოჯახს დაესხა თავს.  

მათ ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ და მუქარით ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.

თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 96 წლის ქალს. სახლიდან ფული, ოქროულობა და მობილური ტელეფონი წაიღეს, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა იპოვეს.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ.

დღის ამბები